 |
|
 |
 |
|
 |
| სამოქალაქო მანიფესტი |
სამოქალაქო მანიფესტი გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია რომელიც შეიქმნა 2009 წლის 10 აპრილს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლების მიზნით.
კოალიციის დევიზი გახლავთ “იცოდე!”, “მიიღო მონაწილეობა!”, მოახდინო გავლენა!”
მანიფესტი უპირველესს ყოვლისა წარმოადგენს მოწოდებას რომლის მიზანია გახმოვანდეს საზოგადოებრივი პოზიცია და შესაბამისად შეივსოს ის სიცარიელე რომელიც წარმოიქმნა სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებსა და საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს შორის. მანიფესტი მიისწრაფის რათა მიმდინარე საპროტესტო აქციის პოლიტიკური მუხტი და კონფრონტაცია გარდაიქმნას თანხმობაზე ორიენტირებულ პოლიტიკური პაექრობის კულტურად, რომელიც თავის თავში მოიცავს აზრთა მრავალფეროვნებას და დაეფუძვნება პოლიტიკური დაპირისპირების მშვიდობიანი გადაწყვეტისათვის მოქალაქეთა შეხედულებების ასახვას.
კოალიციის წევრი ორგანიზაციები არიან:
კავკასიის ქალთა ქსელი
კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი
თანასწორობის ინსტიტუტი
კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი
გეოპოლიტიკური სწავლებების საერთაშორისო ცენტრი
კანონი ხალხისათვის
კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ქსელი
სახალხო მოძრაობა ‘მრავალეროვანი საქართველო’
კავშირი ’21-ე საუკუნე’
|
| |
|
|
 |