მიტროფანე ლაღიძის ქუჩა #3
თბილისი, 0108, საქართველო
ტელ/ფაქსი: (+99532) 92 25 61, 92 25 66
info@cpcr.ge | www.cpcr.ge
  geo eng
ჩვენს შესახებ
კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი


კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი არის არასამთავრობო, არაპოლიტიკური, დამოუკიდებელი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია რომელიც დაფუძნდა 1997 წლის 7 აგვისტოს. ორგანიზაცია დაკომპლექტებულია პრაქტიკოსი ადვოკატებით და ადამიანის უფლებათა დამცველებით რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლთა უფასო იურიდიული დახმარებას და მათ სასამართლოში წარმომადგენლობას როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო დონეზე.

ორგანიზაციის მისია გახლავთ ადამიანის უფლებების დაცვა და უფასო იურიდიული დახმარება.

ორგანიზაციის მიზნებია:
• საქართველოში მცხოვრებ პირთა კონსტიტუციური უფლებების დაცვა;
• ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების და თავისუფლებების დაცვა;
• სოციალურად დაუცველ პირთა უფასო იურიდიული მომსახურება რომელთა კონსტიტუციური უფლებები დარღვეულია;
• საზოგადოებრივი მართლშეგნების დონის ამაღლება და კანონის პატივისცემის დამკვიდრება;
• სამოქალაქო საზოგადოების და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესის ხელშეწყობა.

ორგანიზაციის საქმიანობის ფორმებია:
• ადამიანის საყოველთაოღ აღიარებული უფლებების და თავისუფლებების დარღვევის შემთხვევაში იცავს პირის ინტერესებს საქართველოს საერთო სასამართლოებში, საკონსტიტუციო სასამართლოში, საქართველოს ადმინისტრაციულ ორგანოებში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
• აწყობს ადგილობრივ და საერთოშორისო კონფერენციებს, სემინარებს და დისკუსიებს;
• ქმნის იურიდიულ ბიბლიოთეკას;
• პერიოდულად ატარებს გამოკვლევებს და მონიტორინგ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში;
• ქმნის საინფორმაციო ბაზას ადამიანის უფლებათა დარჩვევის ფაქტებზე.
• ავრცელებს ინფორმაცია ადამიანის ძირითად უფლებების და თავისუფლებების შესახებ
• გამოსცემს იურიდიულ ჟურნალს, სტუდენტურ ბიულტენს და ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას.

კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი არის საერთაშორისო, რეგიონალურ და ეროვნული დონეებზე არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციების წევრი და დამფუძნებელი, მათ შორის:

- არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ‘სამოქალაქო მანიფესტი’
- სამხრეთ კავკასიის ადამიანის უფლებათა დამცველების ქსელი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არასამთავრობოთა კოალიცია
- კოალიაცია დემოკრატიისათვის

*მიმაგრებულ დოკუმენტში შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზაციის წესდება




/ ფაილის გადმოწერა /