მიტროფანე ლაღიძის ქუჩა #3
თბილისი, 0108, საქართველო
ტელ/ფაქსი: (+99532) 92 25 61, 92 25 66
info@cpcr.ge | www.cpcr.ge
  geo eng
სიახლეები
შპს სიტი პარკი მოქალაქეთა საკუთრების უფლებას ხელყოფს (09/07/09)

დედაქალაქში ახალი პარკირების წესების დადგენის შემდეგ შპს სითი პარკის წარმომადგენლებს არასწორად პარკირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაჰყავთ შპს სითი პარკის საჯარიმო სადგომზე. საჯარიმო სადგომზე გამოცხადებულ მძღოლებს არ აძლევათ საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებით სარგებლობის უფლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმით განსაზღვრული ჯარიმის 10 ლარის და ავტომობილის ევაკუირების თანხის 60 ლარის გადახდის გარეშე. შპს სიტი პარკის წარმომადგენლები ევაკუირების თანხის გადახდას ითხოვენ დაუყოვნმებლივ წინააღმდეგ შემთხვევაში მესაკუთრეს არ ეძლევა უფლება წაიყვანოს საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალება.
დაჯარიმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა გაუთვითცნობიერებლად იხდის 60 ლარიან ჯარიმას ევაკუირების თანხას ნებაყოფლობით და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. აღნიშნული პროცედურის სამართლებრივი რეგულაციისათვის შპს სიტი პარკის წარმომადგენლები იყენებენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 1 დათქმას, რომლის თანახმად:

“1. მიტოვებულ სატრანსპორტო საშუალებას გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე ან განხორციელდება სატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირება სპეციალური საშუალებით, თუ მინიშნება ამის თაობაზე ახლავს ამკრძალავ ნიშანს; ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება დამრღვევს. სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს (მესაკუთრეს) დაუბრუნდება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის წარმოდგენის შემდეგ. თუ სატრანსპორტო საშუალების სადგომზე გადაყვანა შეუძლებელია, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დადგენის შემდეგ დამრღვევს დაეკისრება ჯარიმა ამ კოდექსით დადგენილი წესით.”

აღნიშნული დებულების თანახმად შპს სითი პარკის თანამშრომლებს აქვთ კანონიერი უფლება გადაიყვანონ ამკრძალავი ნიშნის ქვეშ მდგომი ავტომობილი შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, მაგრამ მძღოლის მიერ პირადობის მოწმობის და მართვის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში ვალდებულნი არიან გადასცენ მას საკუთრებაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება.
კანონი არ უწესებს მოქალაქეს შეზღუდვას ჯერ გადაიხადოს ევაკუირების თანხა და შემდეგ წაიყვანოს კუთვნილი ავტომობილი, ანუ კანონის ეს დებულება არ აწესებს ვადას როდის უნდა გადაიხადოს დაჯარიმებულმა მოქალაქემ ევაკუირების ხარჯი.
ყოველგვარი სამართლებირივი საფუძვლის გარეშე მოქალაქეს უწევს 60 ლარიანი ჯარის გადახდა, აღნიშნული თანხის ოდენობის შესახებ კანონში არაფერია ნახსენები, ამასთანავე მოქალაქეებს ერღვევათ მათი საკუთრების უფლება რადგან ისინი ვერ ახდენენ მათ მფლობელობაში მყოფი ნივთის გამოყენებას. უნდა აღინიშნოს რომ 60 ლარიანი ჯარიმის როგორც კანონით გათვალისწინებული სავალდებულო გადასახადის ამოწერის უფლება და მისი გადაუხდელობის შემთხვევაში მანქანის დაპატიმრების უფლება შპს სითი პარკის წარმომადგენლებს კანონით არ აქვთ. ასევე აბსოლუტურად გაურკვეველია ტარიფის შესაბამისობა ხარჯებთან, რომელიც შეიძლება გაწიოს შპს სითი პარკის ტრანსპორტის ავტოსადგომზე გადაყვანისას.

კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი