 |
|
 |
 |
|
 |
| სიახლეები |
თბილისის მერია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ასრულებს (09/07/09) თბილისის მერია უხეშად არღვევს კანონს და ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით სასამართლო გადაწყვეტილებების ინტერპრეტაციას ახდენს.
საქმე ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 4 დეკემბრის განჩინებას, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მერიის მიერ თანამშრომელთა სამსახურიდან დათხოვნის შესახებ 2005 წელს გამოცემული განკარგულება. ...დაწვრილებით |
შპს სიტი პარკი მოქალაქეთა საკუთრების უფლებას ხელყოფს (09/07/09) დედაქალაქში ახალი პარკირების წესების დადგენის შემდეგ შპს სითი პარკის წარმომადგენლებს არასწორად პარკირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაჰყავთ შპს სითი პარკის საჯარიმო სადგომზე. საჯარიმო სადგომზე გამოცხადებულ მძღოლებს არ აძლევათ საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებით სარგებლობის უფლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმით განსაზღვრული ჯარიმის 10 ლარის და ავტომობილის ევაკუირების თანხის 60 ლარის გადახდის გარეშე. შპს სიტი პარკის წარმომადგენლები ევაკუირების თანხის გადახდას ითხოვენ დაუყოვნმებლივ წინააღმდეგ შემთხვევაში მესაკუთრეს არ ეძლევა უფლება წაიყვანოს საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალება.
დაჯარიმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა გაუთვითცნობიერებლად იხდის 60 ლარიან ჯარიმას ევაკუირების თანხას ნებაყოფლობით და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. აღნიშნული პროცედურის სამართლებრივი რეგულაციისათვის შპს სიტი პარკის წარმომადგენლები იყენებენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 1 დათქმას, რომლის თანახმად:
...დაწვრილებით |
პატიმრის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება (26/06/09) გლდანის საპყრობილეში მოშიმშილე პატიმარი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, გლდანის ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ილია მეტრეველი უკვე 30 დღეზე მეტია შიმშილობს, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. ბრალდებული მიიჩნევს, რომ მას საერთოდ არ აქვს ჩადენილი დანაშაული, რომელშიც ბრალი ედება და მოითხოვს სასწრაფოდ შეწყდეს მის მიმართ უკანონო დევნა.
ბრალდებულის ინტერესებს იცავს არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის” ადვოკატი კახა კვაშილავა, რომელმაც უკვე გაუგზავნა სპეცილური მიმართვები საქართველოს პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, მთავარ პროკურორს, კახეთის ოლქის და გურჯანის რაიონის პროკურორებს და აცნობა მათ ილია მეტრეველის მიმართ უკანონო დევნის შესახებ. ...დაწვრილებით |
| |
|
|
 |